ამერიკის კოლეჯთა ლიგის I საკალათბურთო დივიზიონში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს - „რივერსაიდ ჰაილენდერსის“ ღირსებას 20 წლის ვლადიმერ სალარიძე დაიცავს.
ვლადიმერ სალარიძემ ზაფხულში 20-წლამდელთა შემადგენლობაში ევრობასკეტის B დივიზიონში ითამაშა, სადაც მან საშუალოდ 11.6 ქულა, 8.6 მოხსნა და 1.9 პასი მოაგროვა. სალარიძე აქამდე ვესტ სიეტლის უმაღლესი სკოლის გუნდში ასპარეზობდა, საიდანაც ისტერნ ფლორიდა სტეიტ კოლეჯში გადავიდა.
ცნობისთვის, „რივერსაიდ ჰაილენდერსი“ "ბიგ ვესტის" კონფენციაში გამოდის. პირველ შეხვედრაში სალარიძის გუნდი „კრეიტონს“ დაუპირისპირდება, რომლის რიგებშიც ცოტა ხნის წინ რატი ანდრონიკაშვილი თამაშობდა.