უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა მერვედფინალში იაპონიის მოქმედი ჩემპიონი კოსუკე მაშიიამა დაამარცხა, მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი 37 წამში იპონით დაამარცხა. სამწუხაროდ, ნახევარფინალში ლაშა მსაჯების გადაწყვეტილებით უზბეკ დავლათ ბობონოვთან ხანსოკუ მაკეთი დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ეთნიკურად ქართველს, ტატო მოსახლიშვილს იპონით სძლია.
ლუკა მაისურაძემ ტურნირი ლიბანის სახელით მოასპარეზე საგაიპოვთან გამარჯვებით გახსნა, მერვედფინალში მონღლ ალტანბაგანა გატულგას სძლია, მეოთხედფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი იპონით დაამარცხა, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიელ კრისტიან პარლატთან შეხვედრის მიწურულს იპონით დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს დამატებით დროში ვაზარით სძლია.
ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია.
დღეს ტატამიზე - 100 კგ-მდე წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იცავენ.