საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მიღებული კანონპროექტი, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა ოპოზიციისთვის არასრულყოფილია. აქცენტები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ძირითადად ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეებისთვის ხმების დაფიქსირების შესაძლებლობასა და ხმების ელექტრონული დათვლის სისტემას ეხება.