გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის ინიციატივით, მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ, მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.