უკრაინელმა სამხედროებმა, ქვეყნის სამხრეთ საზღვრების დასაცავად, 174 ოკუპანტი, რუსული ჰაუბიცები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 205 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.
„მტრის დანაკარგები სამხრეთით მოიცავს: 174 ოკუპანტს, ორ ჰაუბიცას, 12 ერთეულ საავტომობილო ტექნიკას, ორ ტანკს, ორ ნაღმტყორცნსა და საბრძოლო მასალის ორ საცავს“, - აცხადებენ სარდლობაში.
გუშინ საღამოს რუსულმა ძალებმა კრივი რიჰზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს, მაგრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი „კამიკაძე“ დრონი, Shahed-136, ჩამოაგდეს. ამასთან, უკრაინელებმა 4 „კამიკაზე“ დრონი გაანადგურეს ჩერკასის რაიონში.