საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საექსპერტო დასკვნასა და "ვივამედის" დირექტორის წინააღმდეგ შესატან სარჩელზე საუბრობს. როგორც შალვა ხაჭაპურიძე აღნიშნავს, კვირის ბოლომდე ამერიკელი ექსპერტები ოფიციალურ დასკვნას გამოაქვეყნებენ, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
სარჩელის შეტანამდე ისინი სრულ მორატორიუმს აცხადებენ. დამატებით დეტალებს კი საზოგადოება სასამართლო პროცესზე გაიგებს.