პარტია "ლელო" უახლოეს მომავალში რეგიონული ცენტრების ხელახალ პრეზენტაციებს გეგმავს. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი პარტიის მთავარი მიზანი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმ კანონპროექტების დაცვაა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ “ლელოს” ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ირგვლივ კონსოლიდირებაა.