თელავში მოკლული 26 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ამის შემდეგ კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.შემთხვევა კახეთში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 22 წლის მამაკაცმა გოგონას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.
მოკლული 26 წლის ქალის დედა მომხდარის დეტალებზე საუბრობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული მამაკაცი მის შვილზე ძალადობისთვის ერთხელ უკვე იყო დაკავებული, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მამაკაცი დაზარალებულზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ შეცვლილი ჩვენების საფუძველზე გაათავისუფლეს.