OPEC+-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირებას ითვალისწინებს, აშშ-ში საწვავზე ფასებმა ზრდა დაიწყო. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განაგრძობს ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობას.
როგორც ცნობილია, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია და მისი მოკავშირეები (OPEC+) ნოემბრიდან ნავთობზე ფასების გასაზრდელად წარმოებას დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირებენ, რაც მსოფლიო მოხმარების 2%-ს უდრის და 2020 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი კლება იქნება.
მოსალოდნელია, რომ მსგავსი შემცირება კიდევ უფრო გაზრდის წნეხს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი დასავლეთის ენერგოსექტორზე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ეკონომიკური რეცესიის საფრთხისა და რეკორდულად გამყარებული დოლარის ფონზე, გაიაფებულმა ნავთობის ფასებმა კვლავ მოიმატა.