„საქართველოში იანვარ-სექტემბერში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა,“ - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,94 ათასი ტონა, რაც 2,02 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან. შემდეგ მოდიან: ირანი; რუსეთი; გერმანია და სხვ.ამასთან, იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 94.7 ათასი ტონა, რაც 30,6 ათასი ტონით ანუ 47,7%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.