საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის მასშტაბით დღეს განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმები დაგმო და მას რუსეთის ძალების მიერ „მოქალაქეების წინააღმდეგ წინასწარ განზრახული დარტყმები“ უწოდა.
”ეს არის ამ ომის ბუნების ღრმა ცვლილება”, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, პარიზში დაბრუნების შემდეგ, საჰაერო იერიშებთან დაკავშირებით მის დიპლომატიურ და სამხედრო მრჩევლებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაიღუპა მინიმუმ 10 და დაშავდა 60 ადამიანი.