სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ახალი პრემიუმ ბრენდი- „პრიმო“ „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული კონცეპტუალური შოურუმის გახსნის ღონისძიების მხარდამჭერია. პორშეს ახალ შოურუმში მომხმარებლები შეძლებენ, მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები ავტომობილის დაზღვევაზე პრიმოსგან. პრიმო ეს არის საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე. მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, მანქანის ჩანაცვლების სერვისი, კონსიერჟის მომსახურება და ა.შ. პორშე ცენტრი თბილისის ახალი შოურუმი აერთიანებს როგორც, საექსპოზიციო, ისე მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს. შოურუმში, გერმანული ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების ფართო სპექტრი იქნება წარმოდგენილი და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, დაათვალიეროს უახლესი და ექსკლუზიური მოდელები. აქვე შეძლებს მომხმარებელი დააზღვიოს ავტომობილი ალდაგში და მიიღოს საუკეთესო პირობები პრიმოსგან.