უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვების შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, მოწინააღმდეგეს ორი სამიზნე აქვს, ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და უკრაინელი ხალხი. მანვე დასძინა, რომ რუსეთს უკრაინელების დაშინება სურს, თუმცა ეს არ გამოუვა, რადგან უკრაინელი ხალხი გამარჯვებაში თავდაჯერებულობას არ დაკარგავს.