თბილისი სახელმწიფო დაცვის სამსახურების ასოციაციის რიგით მე-18 კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას 45 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს, ნატოს და ევროპის ცენტრალური პოლიციის წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციაზე თანამედროვე საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.