თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი 12 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს
სტუდენტები მოითხოვენ, რომ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, რომლითაც აკადემიური საბჭო რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს.
როგორც „პალიტრანიუსს“ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, საბა ქერქაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნაა ასევე, რომ აკადემიური საბჭო დაიშალოს, აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის.