საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვა შემზარავი ამბავია.
„მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქებზე მასობრივი თავდასხმა განახორციელეს.