პოლიკური სპექტრი მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ მორიგ მიმართვას ეხმაურება. გავრცელებულ წერილში დეპუტატები აცხადებენ, რომ ელჩისგან ვერ მიიღეს პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ.
ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ახლად დაფუძნებული მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის სახელით საუბრობს და ცდილობს აშშ-ს თავს დაესხას.
მმართველ გუნდში კი მიაჩნით, რომ დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებებს არ შიძლება პრორუსული ეწოდოს, რადგან თუ კითხვის დასმის უფლებაზე ვიტყვით რომ პრორუსულია, მაშინ დემოკრატიაში კითხვის უფლებაც პრორუსული გამოვა, რაც მათი თქმით აბსურდია.