უკრაინს პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, არ სურს მშვიდობა და მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია.
ზელენსკის თქმით, მსოფლიოში ყველას ესმის, რის წინააღმდეგაც აწარმოებს რუსეთი ომს უკრაინაში და ეს არის რუსული ომი ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანებს ადამიანებად აქცევს და ცხოვრებას მშვიდობიანს ხდის.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარების აუცილებლობას ყველა დონეზე და აღნიშნა, რომ ტერორიზმი არავინ უნდა დააფინანსოს.