აფეთქებების სერია უკრაინაში. რუსული ძალები უკრიანულ ტერიტორიებს დილიდან ბომბავენ. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქაში. შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამასთან იბომბება ლვოვიც. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
ამასთან, მიკოლაივის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქზე სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება.