თელავში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ.
გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
პოლიციამ ეჭმვიტანილი მალევე დააკავა.