ფორმულა 1- ის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი გახდა. ფერსტაპენმა იაპონიის გრან პრის მოგების შემდეგ ჩემპიონატის დასრულებამდე 4 რბოლით ადრე გაიფორმა ჩემპიონობა. მისი დომინირება მიმდინარე სეზონში ნათელი იყო. მან 12 რბოლის მოგება მოახერხა და უმეტეს შემთხვევაში დიდი ბრძოლა ამისთვის არ დასჭირვებია. ფერსტაფენმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ფორმულა 1-ის ჩემპონატის მოგება, რითაც ისტორიაში მე11 პილოტი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ხოლო ერთ სეზონში მოგებული რბოლებით მას მხოლოდ ლეგენდარული მიხეილ შუმახერი და სებასტიან ფეტელი უსწრებენ, რომელთაც 12-12 გამარჯვების მოპოვება შეძლეს. მაქს 4 რბოლა დარჩა, რაც საშუალებას აძლევს ისტორიაში საუკეთესო შედეგის ავტორი გახდეს.
მაქს ფერსტაპენმა გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ: "ეს დაუჯერებელია. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს. მიმაჩნია, რომ ბრწყინვალე წელი გვქონდა, ასეთს ვერც წარმოვიდგენდი. გასული სეზონის დაძაბული დასასრულის შემდეგ, წელს ძალიან მაგარი მანქანა გვყავდა და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენს ტრიუმფში წვლილი შეიტანა"