ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სერია ა-ს მეცხრე ტურში ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს ეწვია და 4:1 დაამარცხა მეტოქე. ორივე ქართველი თავიანთი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშეს. კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევის აქტიურობას 25-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ზუსტად პოლიტანომ შეასრულა. მეორე ტაიმის სტარტზე კრემონეზემ ნაპოლის მცველების ცუდი თამაშით ისარგებლა და დრესერსმა ანგარიში გაათანაბრა.
კვარაცხელიას გუნდი ამის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და საბოლოოდ ჯოვანი სიმეონემ მარიო რუის კარგი ჩაწოდების შემდეგ სტუმრები წინ გაიყვანა. ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს გააქტიურების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი ამიტომა შეტევაში დიდი ძალებით წავიდნენ რითიც სპალეტის შეგირდებმა ისარგებლეს და 92-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი აჩქარების შემდეგ ლოზანოს ცარიელ კარში გაატანინა გოლი საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა ოლივეირამ დააფიქსირა. ნაპოლი 9 ტურის შემდეგ 23 ქულით ცხრილის სათავეშია. ნეაპოლიტანელები შემდეგ შეხვედრას 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე აიაქსის წინააღმდეგ გამართავენ.
პოლონეთის ექსტრაკლასას მეთორმეტე ტურში ნიკა კვეკვესირისა და გიორგი წიტაიშვილის ლეხ პოზნანმა რადომიაკ რადომ-ს უმასპინძლა. შეხვედრის 12 ოტერთადერთი გოლი ქართველმა შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა. შეხვედრის მე12 წუტზე საჯარიმოში ეფექტური თამაშის შემდეგ გიორგიმ გამოზომილი დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება. კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო წიტაიშვილი 91-ე წუთზე შეცვალეს. ამ გამარჯვების შემდეგ ლეხ პოზნანი 18 ქულით მე6 ადგილზეა. ქართველების გუნდი შემდეგ მატჩს სტუმრად კონფერენს ლიგაზე ისრაელის ბირ შევას წინააღმდეგ 13 ოქტომბერს გამართავს.