Vodafone GigaHome-ის სერვისს გვაცნობს, რომელიც მომხმარებლებს ყოველთვის ჩართულ, სწრაფ და უსაფრთხო კავშირს სთავაზობს. ამაზე კი ირიბად ოჯახური სანდო კავშირებით საუბრობენ.
სიუჟეტში თქვენ ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებს ნახავთ, რომლებიც საკმაოდ კარგად უმკლავდებიან თინეიჯერი შვილის აღზრდას. ამას კი ძირითადად თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდით ახერხებენ, როგორიცაა, მაგალითად, Wifi ზარი. შესაბამისად, Gray London-ის შემუშავებულ კამპანიაში სანდოობა შეტყობინებების ცენტრშია მოთავსებული, მობილური ბმულებით, რომლებიც ოჯახებს წებოს მსგავსად აერთიანებს.
„GigaHome-ის გაშვებისას სერვისის მთავარი ფუნქციებითა და სასარგებლო შეთავაზებებით გვინდოდა დაგვეფიქსირებინა და აღგვენიშნა სანდო ადამიანური კავშირების ბედნიერება. ჩვენ მაშინვე შეგვიყვარდა ეს სკრიპტი, რადგან იგი თანამედროვე ირლანდიური ოჯახის სახით აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია კავშირები, რომლებიც ნდობას ეყრდნობა“, — ამბობს ორლა ნეიგლი, Vodafone-დან.
Grey London-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელების პედრო როზასა და რობერტო კიჩაუსკის თქმით, „სანდოობა სახალისო რამ შეიძლება იყოს: რაც უფრო სანდოა რაღაც ან ვიღაც, მით უფრო უხილავი ხდება იგი. სანდო კავშირის მნიშვნელობაზე ნათლის მოფენითა და GigaHome-თან პარალელის გავლებით, ჩვენ შევქმენით სანდო, აუდიტორიისთვის ემოციური ამბავი და ბრენდის ხარისხიც გავაძლიერეთ“.
საინტერესოა ისიც, რომ Vodafone-ის ირლანდიური ექსკურსია სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ძვირფას ბრენდად მეხუთედ დასახელდა.