თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის არჩევის წესში ცვლილების მოთხოვნით აქციებს აანონსებენ. სტუდენტის საბა ქერქაძის თქმით,საპროტესტო ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება და „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ აანონსებს, რომ ოთხშაბათს იქნება კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი აქცია, სადაც მწვავედ დადგება დღის წესრიგშ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევის პრობლემა. უნივერსიტეტის ავტონომია არის უნივერსალური ღირებულება და არავის უნდა მიეცეს უფლება, რომ ეს ავტონომია შეზღუდოს. შესაბამსიად, სტუდენტები და პირველ რიგშ, „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ აუცილებლად დაუპირისპირდება ამ რეალობას და არავითარ შემთხვევაში არ მისცემს უფლებას არავის, რომ არსებულ პირობებში დაინიშნოს ახალი რექტორი, რომელიც იქნება არადემოკრატიულად და უსამართლოდ არჩეული.