საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა,რომ ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ - რატომ? იმიტომ, რომ ავიწყდებათ ის, რაც ყველაზე მთავარია - მიმართონ ღმერთს და გამოითხოვონ უფლის ლოცვა-კურთხევა, რომლის გარეშე არცერთი საქმე წარმატებული არ იქნება.მისი თქმით,უფლის ლოცვა-კურთხევას წინ ვერაფერი დაუდგება და თუ მის გარეშე დავრჩებით, მაშინ ცხოვრებაში შეიძლება შეგვემთხვეს უამრავი დაბრკოლება.