საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გახსნა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებელები და სტუდენტები ესწრებოდნენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალი წელი ნიკო ნიკლაძის საიუბილეო წელია, ასევე, მისი თქმით,მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რადგან სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება და ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა.