კითხვა "მშვიდობისმყოფელებს", გსურთ მოლაპარაკება? - ალგორითმი მარტივია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილო პოდოლიაკმა “ტვიტერზე“ განაცხადა.
„1. იხილეთ ფოტოები/ვიდეოები მასობრივი სამარხებიდან.
შესთავაზეთ კრემლს ჯარის გაყვანა უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან.შექმენით ტრიბუნალი და მოითხოვეთ რუსი ომის დამნაშავეების ექსტრადიცია.ნაკლები ფანტაზია, მეტი რეალობა”, - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ი თუქულ პრო-სამთავრობო გაზეთ Milliyet-ზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შუამავლობას ცდილობს.
გამოცემა Milliyet-ი იუწყება, რომ თურქულმა მხარემ აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვა, რომელშიც ასევე რუსეთიც შედის.
მედიის ცნობით, გაურკვეველია, ჩაერთვება თუ არა მოლაპარაკებებში უკრაინაც.