საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა ხუთშაბათს მთავრობას „ენერგეტიკული სიფხიზლის“ გეგმა წარუდგინა. სიახლე ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ით შემცირებას გულისხმობს და მისი აზრით, მხოლოდ ზოგადი მობილიზაცია მოიტანს სასურველ შედეგს.
წარმოდგენილი გეგმა მთავრობამ რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ შეიმუშავა და ის ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების შთამბეჭდავ სპექტრს მოიცავს.
კერძოდ, ოფისებში ზამთარში მაქსიმალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 19 გრადუსს, ხოლო საწარმოების საწყობებში ის მაქსიმუმ 16 გრადუსს უნდა შეადგენდეს. გამონაკლისი სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და სამედიცინო დაწესებულებებია.
ამასთან, გეგმის მიხედვით, დასასვენებელ ადგილებში, სპორტულ, კულტურულ დაწესებულებებში შემცირდება განათება, დაიკლებს ტემპერატურა და შემცირდება ენერგომოხმარებადი რეკლამის გამოყენება.