ფესტივალი „ღვინის დღეები 2022“ ქვეყნის მასშტაბით სტარტს დღეს აიღებს. თბილისის ღონისძიება არის ერთ-ერთი ნაწილი საერთო ფესტივალის "ღვინის დღეები" საქართველოში.ალექსანდრეს ბაღში უკვე მზად არის სივრცე, სადაც ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გარდა, წარმოდგენილი იქნება კულინარიული სივრცეები, იქნება დეგუსტაცია და გასართობი ღონისძიებები, მათ შორის იქნება მუსიკალური ნომრები. სტუმრებს დახვდებათ 50-მდე ღვინის მცირე საოჯახო მარანი და ღვინის კომპანიები.