ქართული ღვინის ფესტივალი, რომელიც შემოდგომის სეზონის ტრადიციად იქცა, შარდენის ქუჩაზე გრძელდება .ღონისძიება წელს მეოთხედ ტარდება და ათობით მცირე და საშუალო მარანს აძლევს საშუალებას, საკუთარი პროდუქცია მომხმარებელთა ფართო წრეს, მათ შორის, ტურისტებს გააცნოს. დილიდან სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კი მრავალფეროვანი ნომრები სრულდება.