თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს დასავლეთთან ახალი დიდი შეთანხმების დადება სურს. მისივე თქმით, ნაწილობრივ ეს უკრაინასაც შეეხება, მაგრამ საუბარია რუსეთსა და დასავლეთს შორის გაცილებით ფართო შეთანხმებაზე. პრესმდივნის თქმით, მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვს შორის რაღაც ეტაპზე სავარაუდოდ აღდგება. კალინმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებები, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ გაფორმდა, არ გამოხატავს დღევანდელი რუსეთის პოზიციას.