საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა, აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში.