ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„ყირიმის ხიდის აფეთქება სპეცოპერაციაა“, - განაცხადა წყარომ გამოცემა „უნიანთან“ საუბრისას.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.