სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში „სალხინოს კამერატა“ გაიმართება - Palitra News

სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში „სალხინოს კამერატა“ გაიმართება

2022-10-08 13:53:27+04:00

კამერული მუსიკის VIII ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში - სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში გაიმართება.

8 ოქტომბერს ელისო ბოლქვაძე მარტვილის სამუსიკო სკოლაში მასტერკლასს ჩაატარებს.

„8 ოქტომბერი: საფორტეპიანო მუსიკა - ელისო ბოლქვაძე;ქართული დუეტები - ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე. კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი - ნიკოლოზ წულუკიძე; 9 ოქტომბერი:საგუნდო მუსიკა -ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი,თსუ-ს სტუდენტური კაპელა,რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“.მხარდამჭერები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია და ჭყონდიდის ეპარქია.ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი - შიო აბრახამია“, - ნათქვამია განცხადებულ ინფორმაციაში.