ხვიჩა კვარაცხელია უძლიერესი და უნიჭიერესი ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„უძლიერესი, უნიჭიერესი, ძალიან მაგარი ფეხბურთელი, თუმცა მგონია, რომ კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს. ის ჯერ ასაკითაც პატარაა. ძალიან დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდაა. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, შრომისმოყვარეა, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვახსოვს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს იმ წარმატების მიღწევა, რომელიც უნდა მიეღწიათ და რომელიც უნდა გაეკეთებინათ, რადგან შრომისუნარიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ ყველაფერში, რაც კვარას აქვს. ამითაც დაჯილდოებულია ის. მინდა, გულწრფელად წარმატებები ვისურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია.