საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით კვიპროსში იმყოფებოდა. ნიქოზიაში გაეროს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან ერთად განათლების სისტემის განვითარების საკითხები განიხილა.სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა გლობალურ დონეზე განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევაზე და ყურადღება გაამახვილა განათლების როლზე მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.