არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ის ასე ცუდად იყოს, ჩვენ ვიმუშავებთ ამის შესაცვლელად, - ამის შესახებ აშშ-დან მოწვეულმა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, ჯეიმს კობმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მონახულების შემდეგ განაცხადა.
„მე ის გავსინჯე. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, მეტი სპეციალური კვლევაა საჭირო, მე შემიძლია დავნიშნო ეს კვლევები და შემდეგ ბევრი გზა არსებობს მოსაგვარებლად, ბევრი მისი პრობლემა განკურნებადი და სათანადოდ მოგვარებადია“, - აღნიშნა ექიმმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმრობაში მყოფი პაციენტი, მან უნდა მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება.
„ამ გამოკვლევებზე მუშაობა მარტივია და შემდეგ დავგეგმავთ მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ ის არის პატიმრობაში მყოფი პაციენტი, მან უნდა მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება“, -აღნიშნა ექიმმა.
კითხვაზე, სჭირდება თუ არა მას სამკურნალოდ სხვაგან, მაგალითად, საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმმა კობიმ უპასუხა, რომ გაარკვევენ.
„ეს უნდა გავარკვიოთ. გამოკვლევების შემდეგ გავარკვევთ რა და სად უნდა ჩატარდეს”, - აღნიშნა ექიმმა კობიმ.