ქართული ღვინის ფესტივალი, რომელიც შემოდგომის სეზონის ტრადიციად იქცა, ამ წუთებში შარდენის ქუჩაზე მიმდინარეობს. ღონისძიება წელს მეოთხედ ტარდება და ათობით მცირე და საშუალო მარანს აძლევს საშუალებას, საკუთარი პროდუქცია მომხმარებელთა ფართო წრეს, მათ შორის, ტურისტებს გააცნოს. რა ხდება ადგილზე , როგორი განწყობაა და რა იგეგმება დღის მანძილზე თიკა ყამარაული გვეტყვის.