ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შახბაზოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვედარგებში, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკის განვითარების მხრივ. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებს შორის.