დედაქალაქის მერი, ქუჩის მხატვრობის წარმომადგენლებს, ე.წ.-ლ სთრით არტისტებს და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა.. შეხვედრაზე კახა კალაძემ მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და ხელოვანებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. არტისტებმა დედაქალაქის მერს საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები წარუდგინეს, რომელიც ქუჩის მხატვრობის სფეროს განვითარებას ხელს შეუწყობს. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობა-ნაგებობების იერსახე ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს და ქუჩის მხატვრობა მათ ვიზუალური თვალსაზრისით ალამაზებს.