პრაღაში მიმდინარე თანამეგობრობის პირველ სამიტს და მრგვალი მაგიდის ფორმატში მაღალი დონის დისკუსიებში საქართველოს პრემიერის მონაწილეობას გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში ფაქტს დასავლეთთან ინტეგრაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით კი ღარიბაშვილის პრაღის სამიტში მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლურია და საქართველოს ყურადღება ახლა ძირითადად ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისკენ უნდა იყოს მიპყრობილი.