საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება - ეს იყო განხილვის მთავარი თემა, სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის შეხვედრის დროს. მხარეებმა შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი განიხილეს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებიც შეხვდნენ.