ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობას ტოვებს. მიზეზი, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ თსუ-ს ინსტიტუციური შეფასების შედეგი გახდა. გიორგი შარვაშიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. თსუ-ს რექტორი პრეზიდენტის მიერ ბრწყინვალების ორდენის მიღებაზეც საუბრობს. გიორგი შარვაშიძე ამაყობს პერსონალური ჯილდოთი, რომელიც მისი თქმით უნივერსიტეტის პროფესორებს, სტუდენტებსა და მეცნიერებს ეკუთვნით. თსუ-ს რექტორი პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დღეს დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.