მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მარტვილის საკრებულოს წევრს „ნაცმოძრაობიდან", ზაალ გოროზიას ბრალი წარუდგინეს - Palitra News

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მარტვილის საკრებულოს წევრს „ნაცმოძრაობიდან", ზაალ გოროზიას ბრალი წარუდგინეს

2022-10-07 20:13:33+04:00

მარტვილის საკრებულოს წევრს, მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ბრალდებული, „ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რომელიც 5 ოქტომბერს დააპატიმრეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ზაალ გოროზიამ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.