მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ექსტრადაციის შესახებ კითხვებს საკანონმდებლო ორგანოში, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ უპასუხეს. არჩილ თალაკვაძე განმარტავს რომ ექს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით ყველაფერი კეთდება, მისივე განცხადებით აპელირება და სპეკულაციები რომ სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში მოხდეს ალოგიკურია, არჩილ თალაკვაძე განმარტავს რომ დასკვნის გაკეთება ამ მიმართულებით არა ქართული ოცნების არამედ ექიმების კომპეტენციაა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება რაც მათი განცხადებით საჭიროებს ექსტრადაციას, მათივე თქმით უკრაინული მხარის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე, არის შესაძლებლობა ხელისუფლებისთვის, რომ პოლიტიკური ნების პარალელურად მოიძებნოს გადაწყვეტილება.