ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას ტანკები მიაწოდონ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი და მას სჭირდება ტანკები. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მიაწოდონ ისინი, რადგან რუსეთი თავისი შეჭრის ესკალაციას ახორცილებს და უფრო თავზე ხელაღებული ხდება. ჩვენ პროპორციულად უნდა ვუპასუხოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში", - აღნიშნა რობერტა მეცოლამ პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. ვროპული საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები სამ ყველაზე აქტუალურ და ურთიერთდაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. კერძოდ, ეს საკითხებია: რუსეთის ომი უკრაინაში, ენერგორესურსები და ეკონომიკური მდგომარეობა.