საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა - Palitra News

საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

2022-10-07 13:07:31+04:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო-გამშვები პუნქტების მშენებლობა/რეკონსტრუქციასა და აღჭურვას განაგრძობს.

ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა ამჯერად საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაიხსნა. საბაჟო-გამშვები პუნქტზე სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოეწყო საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 11 ახალი გასასვლელი.

საბაჟო-გამშვები პუნქტის, ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, მოწვეულ სტუმრებს, ასევე ადგილზე მყოფ მებაჟე ოფიცრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, სომხეთის რესპუბლიკის შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ს

აქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურის უდიდეს მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით.

საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას დაესწრნენ სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.