ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. "ლენოვო ტენერიფეს" ქართველმა ცენტრმა ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო 2 ტური გამოტოვა და მას არც წინასასეზონო, მოსამზადებელ მატჩებში არ უთამაშია. ამ პაუზის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველად შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. მისმა გუნდმა ვილნიუსის "რიტასს" უმასპინძლა და დამაჯერებლად ანგარიში 89:74 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ "ლენოვო ტენერიფე" ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 18 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 6 ორქულიანი და 11-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. გიორგის მოედანზე ყოფნის პერიოდში ტენერიფელებმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ქულა ჩააგდეს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მარსელინიო უერტასი იყო 19 ქულითა და 7 პასით, სასუ სალინმა კი 18 ქულა (6 სამქულიანი) ჩააგდო. "ლენოვო ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში მომდევნო შეხვედრას 18 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც საბერძნეთში "პერისტერის" ესტუმრება. ჯგუფში მეოთხე გუნდი ებრაული "ჰირზილიაა", რომელიც პირველ ტურში "პერისტერისთან" 60:76 დამარცხდა.