უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მატილდა გვარლიანი ქართული მოდის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ იქცა, თუმცა ახალგაზრდა მოდელი ქვეყნის ფარგლებს არ სჯერდება და უცხოურ მოდის სახლებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. მატილდას უმუშავია ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც Emporio Armani, Ralph Lauren, Louis Vuitton, Fendi და Dior-ია.
მისი ბოლო წარმატება პარიზის მოდის კვირეულს უკავშირდება — მატილდამ კვირეულის ფარგლებში Chanel-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გაიარა.ამავე კვირეულის ფარგლებში მატილდამ Rokh-ს ჩვენებაც გახსნა და პორტფოლიო კიდევ უფრო გაიმდიდრა.