შვეიცარიის ქალაქ სიონში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი „რუსთავი“ მსმენელის წინაშე წარდგა.
ქალაქის საკათედრო ტაძარში გამართული კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა, რომელსაც შვეიცარიელების გარდა, ქართველი ემიგრანტები და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი დაესწრო. სოლიდარობის ნიშნად შესრულდა უკრაინული სიმღერაც.